პროექტის სახელწოდება
|
სამოქალაქო განათლება
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
თემა: აზარტული თამაშები (აზარტომანია,ლუდომანია);
მოსწავლეები მოაწყობენ შეხვედრებს აზარტულ
თამაშებზე დამოკიდებულ თავიანთ თანატოლებთან და გამოიკითხავენ მიზეზებს,თუ რატომ
დაიწყეს აზარტული თამაშების თამაში და რატომ გახდნენ მასზე დამოკიდებულები.
|
მოსწავლეს დაეხმარება იდენტობის განვითარებაში,
თვითგამორკვევაში. მოზარდი შეძლებს საკუთარი
თავისა თუ სხვების სხვადასხვა
კონტექსტის წევრებად
აღქმას და პიროვნებებად გაცნობიერებას;
მან უნდა გაიაზროს თავისუფლება,
როგორც უფლება და იმავდროულად
პასუხისმგებლობა და
შეძლოს საზოგადოების,
როგორც განსხვავებული
ინტერესების, ღირებულებების,
მოთხოვნილებების მქონე
სუბიექტების ურთიერთკავშირებული
კომპლექსური მთლიანობის
გააზრება. რაც მთავარია, მოსწავლემ
უნდა შესძლოს საკუთარი მომავალი
საგანმანათლებლო თუ
შრომითი გზის განსაზღვრა. მოსწავლე თანამედროვე
სამყაროში საკუთარი
როლის დაინახვასა და შესაბამისი
ნაბიჯის გადადგმას შეძლებს.
|
|
პროექტის მიზნები
|
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოსწავლე-ახალგაზრდობის
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში
ჩართვა.
თამაშზე დამოკიდებულობის გამომწვევი მიზეზების
დადგენა და მათი
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
|
მონაწილეთა ასაკი
|
X კლასი
|
ვადები-ხანგრძლივობა
|
3 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება
შეიქმნას
|
მოსწავლები წერენ თემას “რას ვურჩევდი თანატოლს”.აგროვებენ
და იკვლევენ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებს და ინფორმაციას წარმოადგენენ
მოხერხებულ ფორმატში.
აკეთებენ პრეზენტაციებს.
|
უნარ-ჩვევები
|
საკუთარი პოზიციის
ჩამოყალიბება და
დაცვა; საკუთარი
საქციელის კრიტიკულად
შეფასება; განსხვავებული
აზრის, ეროვნების,
სარწმუნოებისა და
კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა;
საზოგადოებრივად სასარგებლო
საქმიანობაში მონაწილეობა
და კანონის პატივისცემა.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერული ლაბორატორია(ინტერნეტი),ფოტო
და ვიდეო აპარატი,საკანცელარიო ნივთები.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები იკვლევენ საშუალოდ რა ასაკის
და რამდენი ახალგაზრდაა დაკავებული აზარტული თამაშებით.აზარტული თამაშების მავნებლობასა
და მძიმე შედეგებზე აკეთებენ ბუკლეტებს და ავრცელებენ მას ახალგაზრდებში.მოაწყობენ
შეხვედრებს მათთან და გამართავენ ფილმების ჩვენებებს,თუ რა მძიმე შედეგებით შეიძლება
დამთავრდეს მათი ფანატიზმი თამაშებისადმი.ამით დააფიქრებენ ბავშვები იწვევენ თამაშზე
დამოკიდებულ ახალგაზრდებს, ისმენენ მათ ისტორიებს,თუ რატომ გახდნენ აზართულ თამაშებზე
დამოკიდებულნი.მოსწავლეები შეეცდებიან იპოვონ პრობლების გადაჭრის გზები,საზოგადოებისათვის
სასარგებლო საქმიანობებში ჩართონ და ამით დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მოქ.X.1. მოსწავლეს
შეუძლია თვითდამკვიდრება
საზოგადოებაში.
●
საკუთარი
გამოცდილების საფუძველზე მსჯელობს წარსულში მომხდარ და აწმყოში მიმდინარე
მნიშვნელოვან მოვლენებზე, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და აანალიზებს, რამდენად მოქმედებს წარსულში
მიღწეული წარმატება თუ წარუმატებლობა აწმყოში მიღწეულ შედეგებზე, აფასებს
საკუთარ როლს ამ მოვლენებში.
მოქ.X.2.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური
ღირსების არსი.
●
განმარტავს ადამიანური ღირსების
არსს;
●
განიხილავს ადამიანის ღირსების
კრიტერიუმებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურული გარემოში და გამოყოფს უნივერსალურ
მსგავსებებს;
●
მსჯელობს ადამიანური ღირსების
პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;
მოქ.X.3. მოსწავლეს
შეუძლია
დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა
და აქტიური მოქალაქის თვისებები.
●
მსჯელობს თავისუფალი პიროვნების აქტიური
მოქალქეობისათვის აუცილებელ პირობებზე საზოგადოებაში.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
|
Wednesday, May 8, 2013
პროექტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment