Wednesday, May 8, 2013

შეფასების სქემა




შეფასების კომპონენტები
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
განმარტავს ადამიანური ღირსების არსს
ესმის თემა,მაგრამ მსჯელობს გაუგებრად
არ არის შესაბამისობა თემასთან,თუმცა მსჯელობა შეუძლია
დარღვეული აქვს ლოგიკური თანმიმდევრობა,თუმცა პასუხობს თემას
სრულად აყალიბებს თემის ძირითად საკითხს
მსჯელობს თავისუფალი პიროვნების აქტიური მოქალაქეობისათვის აუცილებელ პირობებზე საზოგადოებაში

გააზრებული აქვს საკითხი,თუმცა მსჯელობა გაუგებარია
არ არის შესაბამისობა თემასთან,თუმცა მსჯელობა გასაგებია
მსჯელობს კარგად,მაგრამ აკლია არგუმენტები
მსჯელობა სრულყოფილია დასაბუთებული არგუმენტების გამოყენებით
კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,გამოყენებული წყაროები არ არის სანდო.
კვლევა სათანადოდ არ არის დაგეგმილი,ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია,შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული,ანალიზი მისაღებია
კვლევა არის დაგეგმილი,გამოყენებულია არაერთი წყარო,ანალიზი სიღრმისეულია
პრეზენტაცია
სუსტად პასუხობს თემას და აუდიტორიასთან კავშირიც უჭირს
პასუხობს თემას,მაგრამ მისი აუდიტორიისათვის წარდგენა უჭირს
არ არის სათანადოდ სრულყოფილი პრეზენტაცია,თუმცა აუდიტორიასთან კომუნიკაცია არ უჭირს
აქვს სრულყოფილი პრეზენტაცია და მისი წარმოჩენაც არ უჭირს
კომუნიკაბელურობა
ესმის თემა,მაგრამ საუბრობს არადამაჯერებლად და გაუგებრად
გააზრებული აქვს თა თანმიმდევრულობა.ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი
საკითხი პასუხობს თემას,მაგრამ აუდიტორიასთან  სათანადო ურთიერთობა უჭირს
საუბრობს თავისუფლად და აუდიტორიასაც რთავს საუბარში
კრიტიკული აზროვნება
უჭირს საკუთარი აზრის გამოხატვა
არ ჩანს ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა
გამოხატავს საკუთარ აზრს,მაგრამ ვერ მოჰყავს არგუმენტები
ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს და დამაჯერებელი არგუმენტებიც მოჰყავს

პროექტი

პროექტის სახელწოდება
სამოქალაქო განათლება
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა: აზარტული თამაშები (აზარტომანია,ლუდომანია);
მოსწავლეები მოაწყობენ შეხვედრებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ თავიანთ თანატოლებთან და გამოიკითხავენ მიზეზებს,თუ რატომ დაიწყეს აზარტული თამაშების თამაში და რატომ გახდნენ მასზე დამოკიდებულები.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეს დაეხმარება იდენტობის  განვითარებაში, თვითგამორკვევაშიმოზარდი შეძლებს  საკუთარი თავისა თუ სხვების სხვადასხვა კონტექსტის წევრებად აღქმას და პიროვნებებად გაცნობიერებას; მან უნდა გაიაზროს თავისუფლება, როგორც უფლება და იმავდროულად პასუხისმგებლობა და შეძლოს საზოგადოების, როგორც განსხვავებული ინტერესების, ღირებულებების, მოთხოვნილებების მქონე სუბიექტების ურთიერთკავშირებული კომპლექსური მთლიანობის გააზრება. რაც მთავარია, მოსწავლემ უნდა შესძლოს საკუთარი მომავალი საგანმანათლებლო თუ შრომითი გზის განსაზღვრამოსწავლე თანამედროვე სამყაროში საკუთარი როლის დაინახვასა და შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს.

პროექტის მიზნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოსწავლე-ახალგაზრდობის საზოგადოებისათვის  სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა.
თამაშზე დამოკიდებულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი
X კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლები წერენ თემას “რას ვურჩევდი თანატოლს”.აგროვებენ და იკვლევენ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებს და ინფორმაციას წარმოადგენენ მოხერხებულ ფორმატში.
აკეთებენ პრეზენტაციებს.
უნარ-ჩვევები
საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა; საკუთარი საქციელის კრიტიკულად შეფასება; განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა; საზოგადოებრივად  სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და კანონის პატივისცემა.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია(ინტერნეტი),ფოტო და ვიდეო აპარატი,საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები იკვლევენ საშუალოდ რა ასაკის და რამდენი ახალგაზრდაა დაკავებული აზარტული თამაშებით.აზარტული თამაშების მავნებლობასა და მძიმე შედეგებზე აკეთებენ ბუკლეტებს და ავრცელებენ მას ახალგაზრდებში.მოაწყობენ შეხვედრებს მათთან და გამართავენ ფილმების ჩვენებებს,თუ რა მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს მათი ფანატიზმი თამაშებისადმი.ამით დააფიქრებენ ბავშვები იწვევენ თამაშზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს, ისმენენ მათ ისტორიებს,თუ რატომ გახდნენ აზართულ თამაშებზე დამოკიდებულნი.მოსწავლეები შეეცდებიან იპოვონ პრობლების გადაჭრის გზები,საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართონ და ამით დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოქ.X.1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.

           საკუთარი გამოცდილების საფუძველზე მსჯელობს წარსულში მომხდარ და აწმყოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, აკავშირებს მათ ერთმანეთთან  და აანალიზებს, რამდენად მოქმედებს წარსულში მიღწეული წარმატება თუ წარუმატებლობა აწმყოში მიღწეულ შედეგებზე, აფასებს საკუთარ როლს ამ მოვლენებში.

მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
        განმარტავს ადამიანური ღირსების არსს;
        განიხილავს ადამიანის ღირსების კრიტერიუმებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურული გარემოში და გამოყოფს უნივერსალურ მსგავსებებს;
        მსჯელობს ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;


მოქ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
        მსჯელობს  თავისუფალი პიროვნების აქტიური მოქალქეობისათვის აუცილებელ პირობებზე საზოგადოებაში.

პროექტის ხელმძღვანელი
სალომე ქოქოსაძე. E-mail: salome.kokosadze@gmail.com

Wednesday, May 1, 2013

მასწავლებელს რთული მისია აქვს




ჩემს შესახებ

მოგესალმებით,ჩემს ბლოგზე!
მე გახლავართ სალომე ქოქოსაძე.ტყიბულის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.